12:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 20:45:03, 1494 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული სიზუსტითაა აღრიცხული

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აცხადებს, რომ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით სრული სიზუსტითაა აღრიცხული.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, ესაა წინასწარი მონაცემები, რომელიც კიდევ დაზუსტდება და შესაძლოა, მონაცემები მცირედით გაიზარდოს.

„ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ აღირიცხება ყოველდღიურად მიღებული სახსრები, რასაც თვის ბოლოს ემატება ის თანხები, რომელიც დონორების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების ფარგლებში, ამავე დონორის მიერ ხაზინის გაუვლელად, პირდაპირ ერიცხება შესაბამის შემსრულებელ ორგანიზაციებს," - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

მისი განცხადებით, ეს მეთოდოლოგია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც სახაზინო სამსახური არსებობს, გამომდინარე აქედან, მინისტრის მოადგილის თქმით,  ყოველგვარი ბრალდება მონაცემების გაყალბების შესახებ სრული აბსურდია. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ასევე, აბსურდულს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს სახაზინო სამსახურის მიერ მოხდა დონორების მიერ კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ნაშთების დახარჯვა.

„თითოეული დონორი აკონტროლებს თავის მიერ გამოყოფილ თანხას და  შეუძლებელია დონორის მიერ გამოყოფილი სახსრები გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სხვა მიმართულებით.  შესაბამისად, მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა", - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics