|
2016-11-02 17:39:38, 758 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობა: ზურაბ პატარაძე სეტყვით გამოწვეულ შედეგებს ადგილზე გაეცნო
აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ციტრუსის ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. "რამდენიმე დღეში ზუსტად გვეცოდინება, თუ რა ზარალი მიადგა ციტრუსს. ამისათვის ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია. ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მუნიციპალური სამსახურები. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზედაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია". აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს დაწყებული აქვთ რეგიონში სეტყვის შედეგების შესწავლა. სპეციალური ჯგუფები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სავარაუდო დაზიანებებზე უკვე მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, ციტრუსის დაზიანების არეალი ხელვაჩაურსა და ბათუმში უფრო მეტია, ვიდრე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. იმ შემთხვევაში თუ მეციტრუსე ფერმერს დაზღვევული ციტრუსოვანთა ნაყოფი დაუზიანდა, საჭიროა მიმართოს შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს. მნიშვენლოვანია, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ცხელი ხაზი შემდეგ ნომერზე - 1501, ასევე ცხელი ხაზი მუშაობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსტროში - 577 30 29 93, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)