12:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 15:37:19, 1598 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება

თბილისში 2019 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსდება. 200-ნომრიან სასტუმროში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი კონტრაქტი კორპორაცია „ჰილტონსა“ და კომპანია „გრანატს“ შორის დღეს გაფორმდა. კონტრაქტს ხელი მოაწერეს კორპორაცია “Hilton Worldwide”-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოლინიმ და კომპანია „Granat Georgia“-ს პრეზიდენტმა ელგუჯა ცინცაძემ. 

ხელმოწერის ცერემონიას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„2019 წელს თბილისში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონის“ ბრენდით, სადაც „მიშლენის“ რესტორანი განთავსება. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი. თბილისი და თბილისელები დიდი ხანია ელოდებიან ქალაქის ცენტრში მდებარე ამ ლამაზ შენობაში მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი ინფორმაციით, უშუალოდ სასტუმროს მშენებლობის პროცესში რამდენიმე ასეული, სასტუმროს ამოქმედების შემდეგ კი 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

2015 წელს კომპანია „გრანატსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში გაეხსნა საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics