|
2016-11-01 16:09:06, 1634 ნახვა
ეკონომიკა
ბელგრადში საქართველოს სამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა
სერბეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა, ბელგრადის „ბიზნეს-კლუბში", საქართველოს სამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია წარმოადგინა. საგარეო უწყების ინფორმაციით, პრეზენტაციას ესწრებოდნენ მსხვილი სერბული კომპანიებისა და ბიზნეს-ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე სერბეთის ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები. პრეზენტაციის მონაწილეებმა იხილეს წამყვანი ბერძნული კომპანია „Muzenidis Group"-ის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული სარეკლამო ფილმი. შეკრებაზე გავრცელდა ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა საქართველოს ტურისტული, კულტურული, რელიგიური და სამეწარმეო სფეროების შესახებ. იოსებ ნანობაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სერბეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა ირინეოსს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთის პატრიარქების უაღრესად თბილ ურთიერთობებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-სერბეთის ორმხრივი ურთიერთობების არაერთი აქტუალური საკითხი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)