|
2016-11-01 14:26:38, 532 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო პორტუგალენოვანი ქვეყნების მეთაურთა კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო პორტუგალენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრებისა და სახელმწიფო მეთაურების მე-11 კონფერენციაში, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მინისტრის მოადგილემ განიხილა პორტუგალენოვან ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. დავით ზალკალიანმა კონფერენციის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მიერ სახელმწიფო სერვისების, ციფრული ადმინისტრირებისა და ღია მართველობის სფეროებში განხორციელებული რეფორმები. ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ბრაზილიის საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან სიმას მაგალაისთან დაა პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტერეზა რიბეიროსთან. შეხვედრებზე განხილული იქნა, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. მინისტრის პირველმა მოადგილემ უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების, ქვეყანაში გატარებული და დაგეგმილი სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმების შესახებ. დავით ზალკალიანმა ასევე მონაწილეობა მიიღო ბრაზილიის პრეზიდენტის მიშელ ტემერის სახელით გამართულ ვახშამში, სადაც გაიმართა შეხვედრა ახლად არჩეულ გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერესთან. დავით ზალკალიანმა მიულოცა პორტუგალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს გაეროს გენერალურ მდივნად არჩევა და იმედი გამოთქვა, რომ გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)