|
2016-11-01 11:01:58, 961 ნახვა
სამხედრო
დღეიდან სამხედრო ბრიგადებსა და თავდაცვის სამინისტროში დილა საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყება
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის, სამხედრო დისციპლინისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე, ასევე ყველა სამხედრო ბაზასა და სასწავლო დაწესებულებაში 09:00 საათზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, მინისტრის გადაწყვეტილება მისასალმებელია. „ჩვენ მივესალმებით მინისტრის გადაწყვეტილებას, რაც გამოიხატება საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით დღის დასაწყისში სამსახურის ჰიმნით დაწყებას. ჰიმნი ყველა ჯარისკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია, ამაღლებს პატრიოტულ გრძნობას, რაც დადებითად აისახება ყველა ჯარისკაცის საბრძოლო სულიკვეთებაზე და დამატებით მოტივაციას ქმნის, რომ თითოეული ჩვენთაგანი ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)