|
2016-10-31 18:24:00, 709 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2016“ გაიხსნა
ქობულეთში, სასტუმრო ,,ჯორჯიან პალასში", საერთაშორისო ფორუმი ,,ციტრუსის ექსპორტი 2016" გაიხსნა. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. ,,ჩემთვის სასიხარულოა, რომ დღეს ამ ფორმატში შევიკრიბეთ და გვაქვს საშუალება ვიმსჯელოთ აჭარაში ციტრუსის სეზონის შეუფერხებელი მენეჯმენტის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სეზონის მოსალოდნელ პროგნოზებზე. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ლაშა კომახიძემ. ფორუმში მონაწილეობას იღებენ მსხვილი ციტრუსის ექსპორტით დაინტერესებული პირები. საერთაშორისო ფორუმში 8 ქვეყანის 19 ექსპორტიორი, სულ 26 წარმომადგენელი მონაწილეობს: პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ისრაელიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ციტრუსის სეზონის მოკლე ანალიზი გააკეთა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამსწრე საზოგადოებას ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის პროცედურების განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სხვადასხვა უწყებების წარმოამდგენლებმა ფორუმში მონაწილეებს ციტრუსის ექსპორტის საბაჟო პროცედურების, უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების და პოტენციური ბაზრების წარმომადგენლების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ფორუმის დასარულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. საერთაშორისო ფორმუმი „ციტრუსის ექსპორტი 2016" 1 ოქტომბერს დაიხურება. ფორუმი - არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივა და იგი ყოველწლიურ, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)