|
2016-10-31 14:27:21, 711 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: უნდა მივიღოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანს
„საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვესმის, რომ ადამიანები გვენდნენ, იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადავჭრათ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. "ჩვენი ის პროგრამული დანაპირები რაც განვაცხადეთ უნდა შევასრულოთ და ქვეყნის სწრაფი განვითარება, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა ვუზრუნველყოთ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში მისთვის სასიკეთო რეფორმები ხორციელდება. ჩვენ თანმიმდევრულად განვახორციელებთ ამ რეფორმებს. იგივე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რაც ითქვა უკვე, აუცილებლად შეიქმნება კომისია, რომელიც საზოგადოების ფართო ჩართულობით იმუშავებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ იქნება ერთი პარტიის მიერ შეცვლილი კონსტიტუცია, არ იქნება ერთი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ ეს იქნება ჩვენი საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის ძირითად კანონს გააუმჯობესებს და იმ ხარვეზებს გამოასწორებს, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციაში. რთული იყო პარლამენტში ხმების 3/4-ის მოპოვება, მაგრამ ეს ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგია. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკეთესობისკენ წაიყვანს ჩვენ ქვეყანას", - განაცხადა კობახიძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)