|
2016-10-31 12:12:41, 649 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შედგა
საქართველოში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შედგა,-ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიგინგზე გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა პირველ რიგში მადლობა ქართულ საზოგადოებას გადაუხადა: „რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი, თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მედიას, თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტიურად ყველა პოლიტიკური პროგრამის, ძალის, შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა მივულცო პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს „ქართულ ოცნებას“ , „ნაცინალურ მოძრაობას“ , „პატრიოტთა ალიანსს“ ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის მონაცემები დაითვალა. წინასწარი შედეგებით, თბილისსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ოლქებში "ქართული ოცნება" ლიდერობს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)