|
2016-10-31 10:39:29, 1615 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტომ რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონალური ინოვაციების დღეები მთელს საქართველოში ჩატარდება. მათივე ცნობით, პირველი ღონისძიება 1-ელ ნოემბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში (ლაღიძის #1) გაიმართება, რასაც მოსდევს ინოვაციების დღეების ციკლი ბოლნისსა და გორში. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, გააცნობს სახელმწიფოს ხედვას ინოვაციების განვითარების კუთხით და წარადგენს საკუთარ პროგრამებს, პროექტებს და სერვისებს. ვიზიტის ფარგლებში ზუგდიდის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID -ის პროექტ ZRDA - ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მოიცავს 3 წლიან თანამშრომლობას რეგიონებში ინოვაციებისა და საერთო სამეწარმეო გარემოს განვითარებისთვის. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება საინფორმაციო დღეებისა და ტრენინგების ორგანიზება რეგიონებში, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება ინოვაციებისა და სტარტაპებისათვის ფინანსებთან წვდომის გასაუმჯობესებლად და დასაქმების ფორუმების ორგანიზება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)