|
2016-10-30 23:34:56, 699 ნახვა
პოლიტიკა
კასპში, პირველადი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
კასპში, პირველადი მონაცემებით არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ლიდერობს. როგორც მმართველი გუნდის კასპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, ამ ეტაპზე 40 უბნიდან 38 უბნის შედეგია ცნობილი და ყველგან ირაკლი მეზურნიშვილმა გაიმარჯვა. "კასპში 40 საარჩევნო უბანია. 38 უბანში მოიგო ირაკლი მეზურნიშვილმა. ჯერჯერობით ორი უბნის შედეგი არ ვიცით. თუმცა, ეს ორი უბანი არჩევნებზე გავლენას ვეღარ მოახდენს. ვვარაუდობთ, რომ ხმების მინიმუმ 70 %-ს აიღებს ირაკლი მეზურნიშვილი", - განაცხადა "ქართული ოცნების" კასპის ორგანიზაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ილურიძემ. ცნობისთვის, კასპში არჩევნების მეორე ტურში ირაკლი მეზურნიშვილის კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილია.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)