|
2016-10-30 19:52:59, 626 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: რამდენიმე მტკიცებულება წარმოვადგინეთ იმის, თუ როგორ არიგებდნენ ფულს „ქართული ოცნების“ კოორდინატორები
„ჩვენმა აქტივისტებმა 103-ე უბანზე სია აღმოაჩინეს, სადაც ჩამოთვლილია ადამინების სახელი და გვარები და გვერდზე არის მიწერილი ციფრები, რაც სავარაუდოდ აღნიშნავს თანხას, რომელიც გაცემული იყო ან ამ ადამიანებზე, ან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებზე,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტული ვიდეომასალა არსებობს, სადაც მოქალაქე ჯუსტან ბერაია ფულს არიგებს მოქალაქეებზე. „მოგაწოდეთ ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ახლო დაემატა საკმაოდ საგანგაშო ფაქტი. ჩვენმა აქტივისტებმა ქუთაისში 103-ე უბანზე აღმოაჩინეს ისეთი ტიპის სია, სადაც ჩამოთვლილია ადამიანების სახელი და გვარები და გვერდზე არის მიწერილი ციფრები, რომლებიც სავარაუდოდ აღნიშნავს თანხას, რომელიც გაცემული იყო ამ ადამიანებზე კონკრეტულად, ან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებზე. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობდით იმ ფაქტზე, რომ აშკარად“ქართული ოცნების“ მხრიდან ფული იყო გამოყენებული ამ არჩევნებზე. ჩვენ უკვე რამდენიმე მტკიცებულება წარმოვადგინეთ იმის, თუ როგორ არიგებდნენ ფულს „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დღესაც. ამის კონკრეტული ვიდეომასალა არსებობს. რუსთავში, ასევე ხურჩაში, სადაც ჯუსტან ბერაია ახორციელებდა ფულის დარიგებას“,-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. ამასთან, მისივე თქმით, ე.წ. კარუსელები ამ დრომდე გრძელდება. "რაც შეეხება სხვა დარღვევებს, „კარუსელები“ ასევე გრძელდება. ვნახეთ, რომ მთაწმინდაზე არაერთ უბანზე მარკირების მქონე ადამიანები შედიოდნენ უბნებზე, კიდევ გვაქვს ამის დამადასტურებელი ფოტომასალა. ეს არის კლასიკური „კარუსელი“, რომელიც ნამდვილად შევარდნაძის დროინდელ არჩევნებს გვახსენებს. ასეთივე მტკიცებულებებს ველოდებით ბათუმიდან და მარნეულიდან რამდენიმე უბანზე“,-განაცხადა ბოკუჩავამ და დასძინა, რომ რამდენიმე უბნიდან დამკვირვებლების გამოძევების ფაქტები დაფიქსირდა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მაქსიმალურად ეცადონ, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციები არ გადაიზარდოს რაიმე ტიპის დაპირსპირებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართოს“,-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)