08:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 15:36:52, 811 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა: გორში, ქუთაისსა და რუსთავში სპორტსმენების კონცენტრაცია შეინიშნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, რამდენიმე ოლქში დაპირისპირების საფრთხე არსებობს. 

ბოკუჩავას ინფორმაციით, ოქროყანაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი იმყოფება და მოსახლეობას აშინებს. 

ბოკუჩავა მოუწოდებს შინანგან საქმეთა სამინისტროს, წარმომადგენელი მიავლინოს ოქროყანაში იმისთვის, რომ პროვოკაცია და ძალადობა თავიდან იქნას აცილებული. 

​„რამდენიმე ოლქია, სადაც დაპირისპირების საფრთხეა. ჩვენ ვხედავთ დიდი კონცენტრაციით სპორტსმენებს, რომლებიც იკრიბებიან გორში, ქუთაისში და რუსთავში. გორში განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა განსაკუთრებით სოფელ გარეჯვარში 50-ე უბანთან. ამ ყველაფრის კოორდინაციას ზურაბ მურადაშვილი ახდენს. ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს პროვოკაცია. განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს არ იყოს ისეთი ტიპის პროვოკაცია როგორიც ვიხილეთ 8 ოქტომბერს. ასევე მნიშვნელოვანია ოქროყანა, სადაც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები საკმაოდ დიდი ჯგუფი იმყოფება. ისინი იღებენ ალკოჰოლს და აშინებენ მოსახლეობას. აქაც მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიავლინოს წარმომადგენელი ამ რაიონში რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის პროვოკაცია. ვაზისუბანში რამდენიმე დამკვირვებელს არ მიეცა გადაღების საშუალება. რუსთავში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტი. გარდა ამისა ასევე რამდენიმე უბანია, სადაც დაფიქსირდა მარკირებიანი ადამიანების შესვლა რამდენჯერმე უბნებზე. ასეთი ფაქტი დაფიქსირებულია მთაწმინდაზე მეცხე, მერვე და მეთექვსმეტე უბნებზე ისევე როგორც ისანში და მარნეულში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არის დაშინების მცდელობა რომლებიც უშუალოდ ხდება უბნის გარეთ.ძირითადად არის კრიმინალური მენტალიტეტის ან მსგავსი ტიპის ადამიანების ჩარევით ხდება ეს დაშინება, რომ ადამიანებს არ მიეცეთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ასეთი ტიპის ჯგუფების დაშლა, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლონ უბნებზე მისვლა დასაკუთარი არჩევანის გაკეთება“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics