07:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 08:47:30, 708 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანი მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს მართავს. 

ასევე,  იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.

ცნობისთვის, არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება. ასევე, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც ტარდება. გარდა ამისა, დღეს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები იმართება, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics