07:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 21:28:11, 669 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ვინმე ვერ აკეთებს საქმეს

2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ვინმე ვერ აკეთებს საქმეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა.

მისი განცხადებით, ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება დინამიური. მისივე თქმით, "დრო იცვლება, მოთხოვნები ახალია, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ძალიან მაღალ სიჩქარეებს საჭიროებს".

„შემიძლია გითხრათ, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება ძალიან დინამიური. გვექნება ძალიან მაღალი სიჩქარე აღებული, რათა ამბიციური გეგმები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით,  შესრულდეს, 4 წლის თავზე ჩვენ მივიღოთ თვისობრივად და ხარისხობრივად განსხვავებული ქვეყანა. ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება, მაგრამ დღეს დაანონსება არასწორად მიიმაჩნია. დაახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ვინმე ვერ აკეთებს საქმეს. უბრალოდ, დრო იცვლება, მოთხოვნები ახალია, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ძალიან მაღალ სიჩქარეებს საჭიროებს.  სწორედ აქედან გამომდინარე ვღებულობთ ასეთ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics