06:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 20:29:26, 620 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საკონსტიტუციო უმრავლესობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასეთ მხარდაჭერას ბუნებრივია ჰქონდა საკუთარი მიზეზები

საკონსტიტუციო უმრავლესობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასეთ მხარდაჭერას ბუნებრივია ჰქონდა საკუთარი მიზეზები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კმაყოფილების მრავალი მიზეზი აქვს, რადგან "ქართული ოცნება" ახლოს დგას საკონსტიტუციო უმრავლესობასთან.

მისივე განცხადებით, პარტიას ნდობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბევრ რამეზე მიუთითებს.

„კმაყოფილი ვართ ამ შედეგით. ვფიქრობ, რომ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩეველმა უბრალოდ, ჩვენ 50 პროცენტამდე ავწიეთ მაჟორიტარულ ოლქებში მინიმალური ბარიერი და სწორედ ამის გამოა, რომ უმრავლესობა ჩვენს კანდიდატს მეორე ტურში უწევს მონაწილეობის მიღება. უმეტესობას ჰქონდა 47 და 49%-იანი მხარდაჭერა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის კიდევ ერთი გამოხატულებაა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი იაქტიურებს. ისეთი შეგრძნება შეიქმნა მთლიანად ქვეყანაში რომ ჩატარდა არჩევნები, არჩევნები არ დასრულებულა. ისევე როგორც პირველ ტურში ახლაც მნიშვნელოვანია მისვლა და გამოხატვა საკუთარი პოზიციის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ამომრჩეველი იაქტიურებს და ისეთივე ან იმაზე უფრო მაღალი დასწრება იქნება მეორე ტურზე. კითხვაზე, კმაყოფილი ვარ თუ არა, შესაძლებელია ბევრნაირად ვუპასუხო. მე ვფიქრობ, რომ კმაყოფილების მრავალი მიზეზი მაქვს, რადგან ჩვენ ახლოს ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან. ეს არის ძლიერი მანდატი მოსახლეობისგან , რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასეთ მხარდაჭერას ბუნებრივია ქონდა საკუთარი მიზეზები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics