|
2015-01-11 14:27:31, 3422 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა პარიზში დაგეგმილ სოლიდარობის აქციას არ დაესწრება
პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მხარდამჭერ აქციას აშშ–ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ დაესწრება. ცნობისთვის, პარიზში მილიონიანი მარშისთვის ემზადებიან. ამ დროისთვის "Charlie Hebdo"-ს ოფისთან, სადაც 7 იანვარს ტერორისტული აქტი მოხდა, ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. საფრანგეთში რესპუბლიკის მოედანზე, სოლიდარობის აქციაზე სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს ელოდებიან. მილიონიან მარშში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკრო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სხვა დასავლური ქვეყნების პირველი ლიდერები. საფრანგეთში ესპანეთისა და იტალიის პრეზიდენტებიც ჩავლენ. ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ ქემერონი კი, უკვე პარიზში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)