05:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 14:47:07, 1123 ნახვა

პოლიტიკა
ჰერმანი: საჯარო ადმინისტრირების რეფორმა არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში

საჯარო ადმინისტრირება არის ყველა სექტორში მოსახლეობის ინტერესების მომსახურების ინსტრუმენტი, მისი კარგი მუშაობა არის ნამდვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოსთვის 30 მილიონიან დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ეს სფერო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

„საქართველოს ეროვნული რეფორმების სტრატეგია, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა, ეფუძნება საჯარო ადმინისტრირების ევროპულ პრინციპებს. ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს მისი ძალისხმევის მხარდამჭერი. საჯარო ადმინისტრირების რეფორმა არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ეჭვგარეშეა, ჩვენ ვაღიარებთ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მნიშვნელობას, რომელზეც მიმართულია ევროკავშირის ფინანსური დახმარების 25 %-ი. რეფორმების მხარდაჭერის ფარგლებში დღეს გამოვაცხადეთ 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. ევროკავშირის კონტრიბუცია არის როგორც ფინანსური - ბიუჯეტის მხარდაჭერის გზით, ასევე ტექნიკური, ექსპერტების მობილიზების, ადმინისტრაციული პოტენციალის გაძლიერების გზით“,-აღნიშნა ჰერმანმა.

ელჩის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში სარგებელს რამდენიმე სამინისტრო და ინსტიტუტი მიიღებს.

„პროგრამა, ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ველოდებით, რომ საჯარო ადმინისტრირების რეფორმა გამოიღებს შედეგებს, მათ შორის პოლიტიკის დაგეგმვის ხარისხის გაუმჯობესების, მოქალაქეების მომსახურების განვითარების, კორუფციის აღმოფხვრის, გამჭვირვალობის დონისა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაზრდის მხრივ. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეფორმის შედეგების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას", - განაცხადა ჰერმანმა.

ევროკავშირის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.

"მსურს, ასევე, გამოვიყენო შესაძლებლობა და შევაქო ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ხარისხი. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უახლოესი წლები დღეს წარმოდგენილი პროგრამის მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა ჰერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics