05:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 11:41:07, 587 ნახვა

პოლიტიკა
ჰერმანი: იმედი მაქვს, დრო, როდესაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, შორს არ არის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი იმედოვნებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი მალე გადაწყდება.

ჰერმანი ამბობს, რომ ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლია, თუმცა ყველაფერს აკეთებენ, რომ შედეგი სწრაფად დადგეს:

„ სულ ვამბობ და ახლაც ვიტყვი, იმედი მაქვს, რომ დრო, როდესაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, შორს არ არის. არ შემიძლია კონკრეტული თარიღი დავასახელო, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სფერო, რომელშიც უფრო ფართო მხარდაჭერაა საჭირო, რათა ხალხს შედეგი ჰქონდეს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მინდა ასევე დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ შედეგი შეძლებისდაგვარად სწრაფად დადგეს“,-აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა  ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, „შემდგომი გადავადების გარეშე“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics