23:46 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 13:08:11, 1713 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

პარტია ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გაუქმებასა და არჩევნების შედეგად მიღებული 6 მანდატის ნაცვლად პარლამენტში 10 მანდატს ითხოვს.

როგორც პარტიის წევრმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, კონსტიტუციაში წერია, რომ ბარიერგადალახულ პარტიებზე მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსით იხელმძღვანელა, რომელიც ადგენს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები იმ პარტიებზე თანაბრად განაწილდეს, რომლებსაც 6-ზე მეტი მანდატი აქვთ.

პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics