05:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 13:03:22, 684 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა საზოგადოებას აფხაზური ენის დღე ქართულ და აფხაზურ ენებზე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აფხაზ თანამოქალაქეებს და  მთელ ქართულ საზოგადოებას  აფხაზური ენის დღე ქართულ და აფხაზურ ენებზე მიულოცა:

"აფხაზური კულტურა და თვითმყოფადობა ჩვენი მრავალფეროვანი საგანძურის ფასდაუდებელი ნაწილია.
ეს განსაკუთრებით შეეხება აფხაზურ ენას - აფხაზური იდენტობისა და კულტურის საფუძველს, რომელიც კონსტიტუციით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენადაა აღიარებული. მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების საქმეა.
მინდა ჩვენმა აფხაზმა ძმებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც საერთო მომავლის სახელით შევძლებთ დავძლიოთ წარსულის მტკივნეული ტრავმები და ერთ - მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე ვილაპრაკებთ",-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics