04:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 00:30:35, 1300 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „შემდგომი გადავადების გარეშე“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე“.

„დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკები, რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში“ - წერია წერილში, რომელსაც ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - სლოვაკეთს უგზავნის.

წერილში ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ასევე, ევროდეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც სამმხრივი მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ ევროპარლამენტთან არ მოხდება შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესებაზე. 

მათივე განმარტებით, მთავარ პრინციპს წარმოდგენს ის, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და მისგან სარგებელი, და სწორედ ასეთია - საქართველო.

„ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეუძლია მიიღოს სარგებელი ვიზალიბერალიზაციისგან და საქართველოს შემთხვევა ასეთია“, - აცხადებს მომხსენებელი მარია გაბრიელი თავის მიმართვაში, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის შემდგომი გადავადება აღარ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის და აღმოსავლეთ პარტიორობის კონტექსტში ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტულ მიღწევას წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics