10:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 16:03:47, 1406 ნახვა

ეკონომიკა
გვენეტაძე: ციფრებში, რომელშიც დღევანდელი ბიუჯეტია დამტკიცებული, ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ

იმ ციფრებში, რომელშიც დღევანდელი ბიუჯეტი არის დამტკიცებული, ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, სებ-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს მანდატი, რომ კომენტარები გააკეთოს, თუმცა არსებულ პირობებში ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

"გვაქვს მანდატი, რომ კომენტარები მივცეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი ჯერჯერობით არ შეცვლილა ამ ეტაპზე აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გვაქვს. იმ ციფრების მიხედვით, რომელიც დღეს არსებობს 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, კურსზე მოქმედების ძალიან დიდ რისკს ვერ ვხედავ. შემიძლია გითხრათ, რომ ხარჯების შემცირებას აქვს კურსზე კარგი ეფექტი, ანუ ის შეუწყობს ლარის გამყარებას, თუმცა საფრთხეს მაინც ვერ ვხედავ. ბიუჯეტის ცვლილების შემდეგ, ჩვენ ამ საკითხზე კომენტარს გავაკეთებთ, თუმცა როგორი სახის იქნება ამას მომავალში გავაჟღერებთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics