|
2016-10-25 21:35:31, 852 ნახვა
სამხედრო
ლელა ჩიქოვანი სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) შეხვედრას დაესწრო. საიუბილეო, ორგანიზაციის შექმნის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა იტალიაში, ქ. რომში გაიმართა. სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) მორიგი შეხვედრა 2017 წელს საქართველოში გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან არა მარტო SEDM-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების - ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლების მოწვევაც. სამხრეთ-აღმოსავლეთ მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, იტალიის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელთან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)