|
2016-10-25 16:34:14, 1845 ნახვა
პოლიტიკა Lifestyle
კაპანაძე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებზე: წადით ახლა, სადმე რამეს მოგიგდებენ ალბათ და იქ იმუშავეთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების პრესკონფერენციას გამოეხმაურა. „აი, თავისუფალი დემოკრატები, ყოჩაღ! ნამდვილი ოპოზიცია იყავით ყოველთვის!!! პრინციპული ხალხი! ონოფრიშვილმა, ცაგარეიშვილმა და აბაშიძემ პრეს-კონფერენცია იმისთვის გამართეს, რომ ეთქვათ ნაციონალებს მხარი არ დაუჭიროთ და მეორე ტურში ხმა ოცნებას მიეცითო. ხომ არის ნამდვილი ოპოზიციური პოზიცია? ყოველთვის თავს ვიკავებდი, რომ თავდემებზე რამე მეთქვა უარყოფითი, მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ სამარცხვინო პრესკონფერენცია იყო. და მართლა მიხარია, რომ თქვენნაირი უპრინციპო ხალხი პარლამენტში აღარ იქნება. წადით ახლა და სადმე რამეს მოგიგდებენ ალბათ, და იქ იმუშავეთ. ფუჰ.... ყველაზე მეტად, თქვენი ამომრჩევლის წინაშე "ტეხავს". 70 ათასზე მეტი ადამიანი გენდოთ და ხმა მოგცათ...“,-წერს კაპანაძე.
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)