04:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 13:55:18, 707 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი: სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები 2012 წელთან შედარებით მილიარდით არის გაზრდილი

ერთ დღეს ყველა სიპ-ის და ყველა გამგეობის თანამშრომელი რომ მივიდეს თავის სამუშაო ადგილზე, შეიძლება ვერ დაეტიონ, შენობები დაინგრეს, იმდენი თანამშრომელია დამატებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაწავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, 2012 წლიდან სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

"ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა არამარტო გადასახადების შემცირებას, არამედ რა თქმა უნდა ოპტიმიზაციას იმ გაბერილი აპარატის, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. მე შეგახსენებთ, რომ 2012 წელთან შედარებით, მილიარდით არის გაზრდილი სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები და ბევრი სიპები დაემატა და ბევრი თანამშრომლები დაემატა გამგეობებს. ერთ დღეს ყველა სიპ-ის და ყველა გამგეობის თანამშრომელი რომ მივიდეს თავის სამუშაო ადგილზე, შეიძლება ვერ დაეტიონ, შენობები დაინგრეს, იმდენი თანამშრომელია დამატებული”,- აღნიშნა მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics