|
2016-10-24 10:43:11, 721 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურია
იან კელი: მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იპოვოს გზა კონსესუსამდე ვინ უნდა დააბალანსოს პოლიტიკური ძალაუფლება. პოლიტიკური პროცესის დამბალანსებელი უნდა იყოს სამოქალქოქ სექტორი. ისინი რამდნეა დარიან თავსიუფალი გავ ელენბისგან არამდენად არიან ძლეირები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურია. ამის შესახებ კელიმ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, პოლიტიკური ძალაუფლების დაბალანსების საკითხს ეხებოდა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, არის თუ არა სამოქალაქო სექტორი საქართველოში თავისუფალი გავლენებისგან და რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ამ პროცესში. „მრავალჯერ აღვნიშნე უკვე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი და ზალიან აქტიურია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება. ასევე ჩვენ გვავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია პლურალისტური მედიის როლი აღნიშნულ პროცესში, სადაც ექნება ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკურ ძალასა, თუ პარტიას. რაც შეეხება NDI-ს განცხადებას, მათ აღნიშნეს, რომ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკრუმა პარტიამ იპოვოს გზა კონსესუსამდე, იპოვოს გზა საქართველოს განვითარებისათვის. იყო პრობლემებიც, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ“,-აღნიშნა იან კელიმ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)