|
2016-10-24 08:18:47, 572 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციამ, გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაგირება მოახდინა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებში დაფიქსირებულ ფაქტებზე რეაგირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს ეხება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინა. „თელავში, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის პარტიულ წარმომადგენლობაში ყოფნა მიჩნეულ იქნა წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობად. რის გამოც, თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიების 12 წევრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა (რაც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს). ოქმები შემდგომი რეაგირებისთვის 21 ოქტომბერს თელავის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. ამასთან, ხელვაჩაურის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების „ქართული ოცნების“ შტაბში ყოფნის საკითხი შეისწავლა შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ; შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული ორი წევრი (რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები იყვნენ) მეორე ტურებისთვის აღარ იქნებიან კომისიების შემადგენლობაში; მათ ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება; ხოლო პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ წევრს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილების სახით. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის განხილვის შედეგად, №68.81.46 ხალას საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ და „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა (რაც 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს) და შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაუგზავნა. ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის გამო, რაც გავრცელებულ ვიდეო მასალებშიც იკვეთება, ამავე საარჩევნო უბანზე „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრის (შ.დავითაძე) ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ სასამართლოს მიმართა. აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილება, ასევე ვადამდე შეწყვეტილი აქვს ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)