|
2016-10-21 18:24:09, 819 ნახვა
სამხედრო
პრეზიდენტი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანადგომას უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფის გამო. ამ უმძიმეს წუთებში, ვიზიარებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. დაშავებულ სამხედრობს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,-აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი „კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომანქანა ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში 20-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)