|
2016-10-20 16:09:58, 823 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის სამი მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა და სათანადო სოციალური პირობების შექმნაა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით, სამინისტროში თავდაცვის უწყებასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს “ვიტა პროდუქტს”, შპს „აგროკონსორციუმ წეროვანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ, შპს “ვიტა პროდუქტის” დირექტორმა გიორგი გიორგაძემ და შპს „აგროკონსორციუმ წეროვანის“ დირექტორმა ილია პატიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმების თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს “ვიტა პროდუქტი” საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, თბილისის და წალკის რაიონის მაშტაბით სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებას უზრუნველყოფენ. შპს „აგროკონსორციუმ წეროვანი“ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მარო მაყაშვილის სახელობის წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, კომპანიის მიერ წარმოებულ რძის ნაწარმს ყოველი სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ გადასცემს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის სამინისტროს და მემორანდუმის ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)