|
2016-10-19 16:00:05, 833 ნახვა
პოლიტიკა
პედაგოგებისთვის სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა
სსიპ „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, საგნმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა. სემინარში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მონაწილეობენ მასწავლებლები აჭარის რეგიონიდან თბილისელ კოლეგებთან ერთად. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილმა, ნატო-სა და ვეროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გახსნეს. „როგორც იცით, საზოგადოებაში ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა ძალიან მაღალია და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ემოციური მხარდაჭერა გამყარებული იყოს ინფორმაციით. სწორედ ეს არის მიზანი, როდესაც ჩვენ, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამ შემთხვევაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს მასწავლებლებისათვის და უკვე 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს ამ პროექტს. მაქსიმალურად ვცდილობთ, მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. მოგეხსენებათ რუსული პროპაგანდის პრობლემა საქართველოში და სწორედ ზუსტი ინფორმაცია არის ერთადერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია მას დავუპირისპირდეთ“,-განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ სემინარის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს და მიიღებენ ინფორმაციას ნატო-ს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ. საგნმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ უკვე მესამე წელია ხორციელდება.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)