22:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 13:01:22, 1502 ნახვა

სამართალი
ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტრანსგენდერი მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორების მოთხოვნა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ტრანსგენდერი მოქალაქის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვეს.

ცნობისთვის, ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics