|
2016-10-19 11:54:09, 874 ნახვა
პოლიტიკა
ბარაკ ობამა: რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა. ამის შესახებ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შეჭრილი იყო და შექმნა იქ გაყინული კონფლიქტი. მაშინ რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა და ჩვენ ვცადეთ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული გზა მოგვეძებნა. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ რუსეთს პატივისცემა, ვაღიარეთ დიდი განსხვავება და სხვადასხვა ღირებულებები და, ამავე დროს, თანამშრომლობის გზების მოძებნა ვცადეთ ", - აღნიშნა ობამამ და დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას მისი აგრესია წარმოადგენს. "რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევა მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში რუსეთი აგრესიას უკავშირდება. უკრაინაშიც კი, სადაც მათ იგივე ქმედებები განახორციელეს, რაც საქართველოში, ჩვენ ევროპელებთან ერთად შუამავლობა ვცადეთ, მინსკის შეთანხმება შევიმუშავეთ, რომელმაც მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)