01:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 11:36:02, 818 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: მათ კამპანიას ჰქვია, მხარი დავუჭიროთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ადამიანების წამებას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  მთელი საზოგადოება შეთანხმებულია, რომ კონსტიტუცია გასასწორებელია.

სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 მანვე სამოქალაქო სექტორის მიმართვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“მხარდამჭერები არიან.

„პირველი, ის, რომ კონსტიტუცია არის გასასსწორებელი, ამაში შეთანხმებულია მთელი საზოგადოება. ეს კონსტიტუცია ერთმა ადამიანმა მოარგო თავის თავს. არ ვაპირებთ ასეთი კონსტიტუციით ცხოვრებას. ჩვენ გვინდა, გავასწოროთ ის, რაც გასასწორებელია. რაც შეეხება კამპანიას, უბრალოდ, ყველა ის ადამიანი, ვინც მასში მონაწილეობს ძალიან მარტივად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. მათ კამპანიას ჰქვია, მხარი დავუჭიროთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის, ადამიანების წამებას, კერძო საკუთრების შელახვას და იმ საშინელებებს, რაც ხდებოდა 9 წელი. თვითონ სათაურიც და იმართვის ადრესატებიც ცოტა სასაცილოა იმიტომ, რომ როდესაც საუბრობენ პროდასავლურ ძალებს მივმართავთო და ჩამონათვალში „ლეიბორისტული პარტიაა“, რომელიც არც დასავლეთია, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთი, ეს არის ხმა წარსულიდან. ან როდესაც მიმართავენ ბურჭულაძეს, რომელიც კრემლიდან ნებისმიერ დასტვენაზე მიქრის და იქ კონცერტებს აწყობს, ან „ნაციონალური მოძრაობა“. ჰიტლერიც დასავლეთში იყო. ამიტომ თუ ვლაპარაკობთ დასავლეთზე, ღირებულებებზე, რაც არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და გეზი, მას  ატარებს „ქართული ოცნება“,- განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics