|
2016-10-19 09:53:02, 864 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის გვინდა, რომ ყველა დანაპირები შევასრულოთ
საქრთველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში შესაძლო მიოსვლასთან დაკავშირებით, არაჯანსაღი, ხელოვნურად წარმოქმნილი სპეკულაციები წარიმართა. კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის უნდათ, რომ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა დანაპირები შეასრულონ. პრემიერმა ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მაღალი აქტივობით მიიღონ: „ატყდა არაჯანსაღი სპეკულაციები საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ამომრჩევლისადმი, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ დაგვიჭირა მხარი. სასიხარულოა ფაქტი, რომ წინასწარი მონაცემებით წინ გვაქვს მეორე ტური. მინდა, ვუთხრა ამომრჩეველს, რომ მაღალი აქტივობაა საჭირო. აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლის წინაშე. ამიტომ ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დღეს ქვეყანა დაიღუპა, „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური. ჩვენ წარსულში გვქონდა პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ჩვენ სწორედ იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე.ის ძალიან დინამიური და ამბიციური გეგმა განვითარების, რმოელზეც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და მისი განხორციელებაც დავიწყეთ, მივიყვანოთ ბოლომდე. რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ 4 წელში საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარებისა. ქვეყანამ უნდა მოახდინოს მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით. ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე უნდა გააგრძელოს დაწყებული რეფორმები. ამისთვის გვინდა საკონსტიტუციო უმარვლესობა და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ამომრჩევლის წინაშე. რაც შეეხება კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, მივიღეთ ძალიან დაუბალანსებელი მემკვიდრეობა და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასდროს მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყო ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ პარლამენტში პირველ რიგში, დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით ყველა დაკავებული. რა თქმა უნდა, სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ განვითარების მაღალი დინამიკა. იმ დანაპირებს, რმოელიც გავეცით აუცილებლად უკლებლივ ყველას შევასრულებთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც იმედი მაქვს, რომ მეორე ტურის შედეგად იქნება, არის მეორადი და იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შესრულდეს, რა თქმა უნდა, თუ ამაზე ჩვენი მოქალაქეების ნება იქნება. მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ 30 ოქტომბერს ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში“,- განაცხადა პრემიერმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)