|
2016-10-18 15:17:05, 632 ნახვა
პოლიტიკა
„შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს“
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მცირე ჰესის მწყობრიდან გამოსვლის გამო, შატილში შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად და ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირობების შესამსუბუქებლად, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად და ოპერატიულად მუშაობს. „შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაზიანების დღიდან დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს და ერთი თვის განმავლობაში დასრულდება, რისთვისაც ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მცირე ჰესის რეაბილიტაციის შემდეგ კი, შატილს სრული - 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება. ჰესის აგრეგატების დაზიანების მიუხედავად, შატილის მოსახლეობა დენის გარეშე არ არის დარჩენილი, რადგან, ენერგეტიკის სამინისტროსა და „თელასის" დახმარებით, შატილში ჩატანილია დენის მძლავრი გენერატორი (65 კვტ ) და 7 ტონა საწვავი, რის შედეგადაც, სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება (დილის 9:00 სთ-დან- 11:00სთ-მდე; საღამოს 19:00სთ-დან - 23:00სთ-მდე, სულ- 6 საათი ). გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, შატილის სკოლა-ინტერნატი მარაგდება შეშით, ხოლო იქ მცხოვრებ ოჯახებს (სულ 13 ოჯახი) 25 კუბური მეტრი საშეშე მერქანი დაურიგდებათ. ასევე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, კერძოდ უღელტეხილზე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და უამინდობის შემთხვევაში, განხორციელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, კერძოდ უღელტეხილზე, თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს არ აღემატება“,-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)