11:17 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 10:41:26, 1700 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები.

„სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება მოხდა უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics