00:16 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 09:52:29, 635 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: სამხედრო სფეროში საფრანგეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

„სამხედრო სფეროში საფრანგეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედრო ხომალდ "პრემიე მეტრ ლ'ერის“ შემოსვლასთნ დაკავშირებით განაცხადა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტი საქართველოს ტერიტორიულ წყლენში ფრანგულ ქართული თანამშროლობის ფარგლებში განხორციელდა და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსა და რეგიონისადმი ინტერესსა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 

გემის ბათუმში ვიზიტთან დაკავშირებულ მიღებას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ეს ღონისძიება კიდევ ერთელ უსვამს ხაზს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხივი თანამშომლობის ფართო სპექტრს. 

„სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ბევრად წარმატებული ნაბიჯები იდგმება საფრანგეთის მთავრობის ხელშეწყობით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია შავი ზღვის უსაფრთხოებისკენ. 

„საფრანგეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, როგორც საზღვაო უსაფრთხოების ასევე საჰაერო უსაფთხოების ნაწილში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

აღსანიშნავია, რომ ფრანგული სამხედრო ხომალდის საქართველოში შემოსვლის შესახებ სექტემბერში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა საგრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ღონისძიების ფარგლებში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ ქართულ მხარეს სამთო აღჭურვილობა გადასცა, რომელიც საჩხერის სამთო მომზადების სკოლას გადაეცემა.

ფრანგული სამხედრო ხომალდს, რომელიც 1981 წელს შევიდა ექსპუატაციაში, მრავალმხრივი ფუნქცია აქვს და ისეთ ოპერაციებშია ჩართული როგორიცაა სტრატეგიული დანუშნულების  წყალქვეშა ძალების მხარდაჭერა, საზღვაო მონაკვეთების მონიტორინგი, ზღვისიქითა ტერიტორიების საზღვაო მონჯტორინგი, სამაშველო ოპერაციები და საზღვაო პოლიცია. 

ფრანგული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს 20 ოქტომბერს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics