23:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 14:04:56, 1147 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ზოგიერთი მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას

„მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი, ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით, რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სააკაშვილი მადლობას უხდის ყველა აქტივისტს, „ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინეთ აგროვებს ამ მტკიცებულებებს“.

„მარტო აჭარაში გაუქმებული (ესეიგი ამომრჩევლების მოპარული) 25 ათასი ბიულეტენი რამდენს ნიშნავს. ახლაც არ არის დაკარგული შანსი ფაქტების უკეთესი ანალიზი მოვახდინოთ და როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნების მოპარვისთვის პასუხი ვაგებინოთ ამ დიდი აფიორის დამგეგმავებსა და ძირითად განმახორციელებლებს.

მადლობელი ვარ ყველა აქტივისტის, ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინეთ აგროვებს ამ მტკიცებულებებს“, - წერს მიხეილ სააკშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics