23:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 15:40:41, 784 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: როდესაც ხელს აღმართავ სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურას მძიმე პოზიცია ექნება

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“,  ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ხელს აღმართავ სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურას ძალიან მძიმე პოზიცია ექნება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შემდეგ, მარნეულში კენჭისყრის ღამეს სერიოზული დაპირისპირების თავიდან აცილება მოხდა. 

„როცა ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ალბათ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა. სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგადაც, ჩვენ მარნეულში, კენჭისყრის ღამეს თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, როგორც ჩანს, პროვოკაციულმა ჯგუფებმა დაგეგმეს. ახლა საქმე არის სასამართლოს ხელში, ყველანაირი განცხადება უკვე ზედმეტია. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოს პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს”, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც ჯიხაშკარში მსგავსი საქციელი ჩაიდინა, ციხეშია და ეს მისასალმებელია.

„როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ხელს აღმართავ სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურას ექნება ძალიან მძიმე პოზიცია”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics