20:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 18:08:16, 1609 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად ირინე იმერლიშვილი დასახელდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად ირინე იმერლიშვილი დასახელდა, - ამის შესახებ ახლადარჩეულმა მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კვერენჩხილაძემ აღნიშნა, იმერლიშვილის კანდიდატურა თვითონ წარადგინა.

"პირად მე დავაყენე ქალბატონი ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა, სხვა მოსამართლეების ნაცვლად, ვერ გიპასუხებთ. გეტყვით იმას, რაც მეხება მე, სხვა კანდიდატურებზე ვერ გეტყვით", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

ირინე იმერლიშვილმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, დასახელდა სხვა კანდიდატურაც, თუმცა ვინ, არ დააკონკრეტა.

"ეს საჯარო ინფორმაციაა და პრესსსამსახური გაავრცელებს ინფორმაციას", - განაცხადა ფაფიაშვილმა.

ცნობისთვის, თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 20 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics