23:19 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 15:13:58, 894 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ–ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იან კელის და ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს შეხვდა.  

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2016 წლის 8ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. 

იან კელიმ და იანოშ ჰერმანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით  ჩატარებამოულოცეს. მათი შეფასებით, არჩევნები ღია, კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა,სადაც ამომრჩევლის ფუნდამენტური ღირებულებები დაცული იყო.  

ამერიკის ელჩის განცხადებით, 2016 წლის  არჩევნებმა  დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი.  მანვე იმედი გამოთქვა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურიმშვიდობიანად  ჩაივლის და ყველა პოლიტიკური ძალა იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის(OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს,  რომელთა თანახმად,  საქართველოშიგამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის. მანვე აღნიშნა ევროკავშირისა დასაერთაშორისო თანამეგობრობის როლი საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგის პროცესში.
პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების სრული მზაობა, უზრუნველყოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics