|
2016-10-13 11:14:41, 619 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხს შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა ყირგიზეთის პრეზიდენტს სტუმრობისათვის, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირთა უფლებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც, პრეზიდენტის განცხადებით, აუარესებს და ართულებს მცოცავი ოკუპაციის პრობლემა. რეგიონში საქართველოს როლი, ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარება, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხები იყო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის. მისივე თქმით, საქართველო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი, მზადაა პარტნიორებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ევროინტეგრაციის სიკეთეები და გაუზიაროს მათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსაც. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელევა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრები ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი, შინაგან საქმეთა მინისტრი კაშკარ ჯუნუშალიევი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ელვირა სარიევა.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)