06:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 16:33:11, 1414 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: გუდაური ზამთრის სეზონს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით შეხვდება

პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის დასრულების შემდეგაც  კურორტს, თავის ისტორიაში პირველად, წყლის საკმარისი დებეტი ექნება. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია  „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი კობერიძემ მიაწოდა.  

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით  გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველ ფაზას ახორციელებს. 

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსია გამოყოფილი.

პროექტი 2016 წლის ნოემბერში დასრულდება.  

დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე  სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად მოწესრიგდება გუდაურის წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები და 7 000 - ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics