06:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 16:23:48, 1233 ნახვა

ეკონომიკა
გუდაურში "რედისონისა" და "შერატონის" ბრენდების სასტუმროები აშენდება

საქართველოს  პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 12 ოქტომბერს გუდაურს ეწვია და სამთო კურორტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს,   ქუმსიშვილმა  დეტალური ინფორმაცია მოისმინა  ახალ გუდაურში სამშენებლო კომპანიის „რედკო“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის პირველი ფაზის შესახებ, რომელიც 10 ჰა განვითარებას ითვალისწინებს.

 უწყების ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყება და 5 წელში დასრულდება. 

დაგეგმილია 26 ნაგებობის მშენებლობა, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების, როგორიცაა, „რედისონი“ და „შერატონი“. ჯამში გუდაურს აღნიშნული პროექტით 1500 ნომერი დაემატება. რაც შეეხება უშუალოდ „რედისონის“ სასტუმროს, გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდიდან გამომდინარე, განხორციელდა თავდაპირველი პროექტის გარდაქმნა და მისი ცვლილება 200–ნომრიან სასტუმრომდე და 400–ნომრიან აპარტამენტებამდე. აღნიშნული პროექტის დასრულებას „რედკო“ 2017–18 წლების ზამთრის სეზონისთვის გეგმავს. 

 დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის მთის კურორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. 

მისი თქმით, გუდაურში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობა.

 „დღევანდელ ეტაპზე პოტენციალი, რომელიც მთავრობის მხრიდან არის გამოვლენილი. 170-180 მლნ. ლარის ინვესტიციას გულისხმობს. მისი განცხადებით, 2011-2012 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით  2015-2016 წლები საგრძნობლად პროგრესირებს - ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით. აღსანიშნავია, მრავალჯერადი ბილეთების მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

ამასთან, ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2016 წელს 10 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის სამი საბაგირო შენდება გუდაურში.

 „ჯამურად, ეს არის 23 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და საქართველოს მიმზიდველობას,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე დაათვალიერა კომპანია „მაგი სტილის“ სასტუმროს მშენებლობა, რომელიც 2018 წლისთვის უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. 

სასტუმრო 140–ნომრიანი იქნება, განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics