|
2016-10-12 14:37:00, 534 ნახვა
პოლიტიკა
კამათი „ქართული ოცნები“ შტაბში , პარტიის უკმაყოფილო ხელმძღვანელები და „შავი სია“ - ვის დაითხოვენ მცხეთაში სამსახურიდან
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ცნობილი გახდა რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ბანკმა „ქართუმ“ ქართულ ოცნებას მილიონი ლარი ასესხა. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართუს“ მიერ ქართული ოცნებისათვის ნასესხები მილიონიდან 700 ათას ლარი დიმიტრი ხუნდაძემ დახარჯა იმ იმედით, რომ მაჟორიტარული ხაზით, არჩევნებში დაპირებულ 60 პროცენტს მიიღებდა. “საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც ერთ ოლქში, არც ერთ კანდიდატს ისეთი მასშტაბის რესურსი (ფინანსური, ადმინისტრაციული...) არ გამოუყენებია, რამდენიც დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთაში. ქართული ოცნების შტაბში უკმაყოფილება სწორედ ამ ფაქტს მოჰყოლია - ამდენი ფინანსური და ადმიანისტრაციული ხარჯების გახარჯვის შემდეგ, ამდენი სიცრუისა და დემაგოგიის შემდეგ, ხუნდაძემ არჩევნები ვერ მოიგო. ქართული ოცნების შტაბთან დაახლოებული პირები ყვებიან, რომ ის მეთოდები, რომელსაც ხუნდაძე არჩევნებისთვის იყენებდა „ოცნების“ ყველა ლიდერისათვის და წევრებისთვის მიუღებელია. ქართული ოცნების ხელმძღვანელთა ერთი ნაწილი თვლის რომ თუ ცეზარ ჩოჩელი პარლამენტში შევიდა, ეს, პირველ რიგში, მცხეთას წაადგება და „ხელისუფლებისთვის ტრაგედია არ იქნება, ხუნდაძე რომ მეორე ტურში დამარცხდეს“ მითუმეტეს პროპორციული სიით უკვე პარლამენტის წევრია! ჩვენთვის ასევე ცნობილი ხდება რომ მცხეთაში სამსახურიდან ტოტალური გათავისუფლებები დაიწყო. არსებობს საკმაოდ ვრცელი სია იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების, ვინც ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერ შეხვედრებზე დადიოდა და ვინც დიმიტრი ხუნდაძის მისამართით უკმაყოფილო, ხმამაღალი ერთი სიტყვა მაინც თქვა”, - აცხადებენ ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები. (NS)
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)