|
2016-10-12 10:38:23, 608 ნახვა
საზოგადოება
სხვადასხვა რეგიონში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, სექტემბრის თვეში თბილისში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციის ბიუროებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს თითოეული პრობაციონერის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებებისა და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, პირობით მსჯავრდებულები სხვადასხვა სამსახურში (დისტრიბუცია, ხის საამქრო, ავტოსერვისცენტრი, პურის საცხობი, კეთილმოწყობის სამსახური, საქონლის ფერმა და ა.შ) დასაქმდნენ. მათი ყოველთვიური გამომუშავება, საშუალოდ, 400–500 ლარს შეადგენს. პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2016 წლის განმავლობაში 124 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი - 518 პირობით მსჯავრდებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)