|
2016-10-11 21:59:00, 820 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ვერ მივცეთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა
შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა “ნაციონალური მოძრაობა” დარჩა ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერც მივცეთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, პარტია უარს ვერ იტყვის ბრძოლის ისეთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე, როგორიც არის პარლამენტი. „მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურიც ჩაივლის არათანაბრ ბრძოლაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომა პარტია შევა პარლამენტში და მიიღებს მეორე ტურებშიც მონაწილეობას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას პარლამენტს, აქციებს, კავშორებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს ერთპარტიულ ქვეყანად, რომ საქართველოში დარჩეს განსხვავებული აზრი, ქართველ ხალხს 4 წლის განავლობაში ქონდეს გამარჯვების პერსპექტივა“,-აღნიშნა ბაქრაძემ. როგორც მან აღნიშნა, პარტიაში არის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ, როგორც ნორმალურ, ცივილურ, ევროპულ პარტიას, შეუძლიათ მსჯელობა, კამათი, საქმიანი, არგუმენტირებული საუბარი. „სწორედ ასე მივიდეთ ერთ აზრამდე. საკითხის მნიშვენლობიდან გამონდინარე, იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ კიდევ ერათხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ დემორკატიული პარტია, სადაც ყველა პროცესი არის დემოკრატიული და განჭვირვალე, სადაც კამათის, დისკუსიის, არგუმენტების გაზიარების შემდგომ ვიღებთ ყველა ერთად გადაწყვეტილებას, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)