|
2016-10-10 18:23:55, 800 ნახვა
პოლიტიკა
ვაჟა ბერიძე: კარგი იქნება, თუ ალასანია და პეტრიაშვილი შესაბამის თანამდებობებს დაიკავებენ
ექსპერტ ვაჟა ბერიძის შეფასებით, ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის პოლიტიკიდან გასვლა პოლიტიკური პროცესის ნაწილია და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სამწუხაროა, რომ ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსები არენას ტოვებენ, ან დროებით აჩერებენ პოლიტიკურ საქმიანობას: „მე ნათელმხილველად, წინასწარმეტყველად არ გამოვდგები, მაგრამ თუ სიტუაციის ანალიზზეა საქმე, მაშინ გეტყვით, რომ პოლიტიკური პროცესი მიდის, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. „თავისუფალი დემოკრატები“ გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. მათ ამით აღიარეს დაშვებული შეცდომები. ვერ მიიმხრეს ხალხის ის რაოდენობა, რაზეც გათვლა ჰქონდათ და დასანანია, რომ ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსები არენას ტოვებენ, ან თუნდაც დროებით აჩერებენ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს დააკლდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, რადგან მიმაჩნია, რაც უფრო დიდი პროფესიონალი პოლიტიკოსი იქნება საკანონმდებლო ორგანოში და საერთოდ პოლიტიკურ სივრცეში, უკეთესია ამ ქვეყნისთვის. ასე რომ ვწუხვარ ამის გამო“,-განაცხადა ვაჟა ბერიძემ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთმანეთს გაურიგდნენ, ვაჟა ბერიძე ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია. თუმცა, მისივე შეფასებით, ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის ეფექტურად გამოყენება საგარეო მიმართულებაზე შეიძლება: „ რაც შეეხება გარიგებებს, არაფერი გაცხადებულა, გარდა იმისა, რომ არ გამორიცხავდა ივანიშვილი პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ მოხვედრას. არც მე გამოვრიცხავდი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი წელია არ მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის გაზომვა, რომ ჩვენ რაიმე დასკვნები გავაკეთოთ. კარგი იქნება, თუ ეს პოლიტიკოსები დაბრუნდებიან პოლიტიკაში, ან ხვალ, ან ცოტა შემდეგ, ან დაიკავებენ შესაბამის თანამდებობეს მათი კვალიფიკაციის მიხედვით.საგარეო მიმართულებაზე შეიძლება ეფექტურად მათი გამოყენება“,-აღნიშნა ვაჟა ბერიძემ და დასძინა, რომ ამომრჩევლებს, რომლებმაც „თავისუფალ დემოკრატებს“ მისცეს ხმა, პოლიტიკურ სივრცეში დარჩენით უფრო წაადგებოდნენ: „4.62%-დან ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას და იმის გაკეთებას, რაც 4.62% ელოდა მათგან, ამიტომ ასე ამჯობინეს, თუმცა მე ვფიქრობ, პოლიტიკურ სივრცეში დარჩენით უფრო მეტად წაადგებოდნენ ქვეყანას და საზოგადოებას და წაადგებიან იმედი მაქვს მომავალში. არანაირ ღალატთან აქ საქმე არ გვაქვს. ადამიანებს უნდა მივცეთ თავისუფალი მოქმედების საშუალება“,-განმარტა ვაჟა ბერიძემ.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)