20:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 18:02:02, 739 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთოს საპარლამენტოასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

დელეგაციის წევრებმა 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე ისაუბრეს  და კენჭისყრის დღედადებითად შეაფასეს.

შეხვდრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესები, კენჭისყრის დღე და ხმის დათვლის პროცედურები განიხილეს.  აღინიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, საარჩევნოპროცესის პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად მაქსიმუმი გააკეთეს. ასევე იმსჯელეს ავღანეთში ჩატარებულარჩევნებზე. შეხვედრის მონაწილეებმა საჩივრებზე და მათი წარდგენის ვადებზეც ისაუბრეს.

სადამკვირვებლო მისიის წარმომდგენლებმა ცესკოს ხელმძღვანელობას არჩევნებთან დაკავშირებითსაკუთარი რეკომენდაციები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ მისია პარლამენტის არჩევნების  მეორე ტურსაცდააკვირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics